spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე - ობოლი ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი სათანადოდ...

თეონა ჭალიძე – ობოლი ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი სათანადოდ უნდა გაიზარდოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ობოლი ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ზრდის მოთხოვნით მიმართა და მთავრობის სასახლეში წერილობითი მოთხოვნა ჩააბარა.

როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, მარჩენალდაკარგული ბავშვების ინტერესებისთვის და საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანია სოციალური პაკეტების ზრდა, რაც არათუ პოლიტიკური საკითხი, არამედ კეთილსინდისიერი მთავრობის მოვალეობაა:

დღეს პრემიერ-მინისტრს მივმართავთ ობოლი ბავშვების, უფრო ზუსტად, მარჩენალდაკარგული ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და საკეთილდღეოდ.

ჩვენ, არაერთმა მშობელმა, მათმა მზრუნველმა მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ აქვთ განცდა, მთავრობამ ისინი დიდი ხანია დაივიწყა და მათ მიმართ არანაირი ნაბიჯი აღარ გადადგმულა. კერძოდ, საუბარია სოციალურ პაკეტზე, რომელიც წლებია უკვე 100 ლარია და არ იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერზე ფასები გაიზარდა, ლარის კურსი ვხედავთ რა მდგომარეობაშიცაა და ამ ადამიანებს სჭირდებათ მეტი ზრუნვა.

მნიშვნელოვანია, რომ მოკვლეულ იქნეს, თუ რა სერვისები სჭირდებათ მათ, რა საჭიროებები აქვთ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კი ამ მიმართულებით იმუშაონ და შესთავაზონ ეს სერვისები. მარჩენალდაკარგულების საკითხი არ არის პოლიტიკური საკითხი, ვფიქრობ, ეს არის უფრო სამართლიანობის საკითხი და თავმოყვარე, კეთილსინდისიერი მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ამ ჯგუფზე უფრო მეტად იზრუნოს და სათანადოდ მოხდეს ზრდა ამ სოციალური პაკეტისა“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...