spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამას როგორ კადრულობენ? ადამიანურობის რაღაც დონე ხომ შეიძლება...

“ამას როგორ კადრულობენ? ადამიანურობის რაღაც დონე ხომ შეიძლება ვინმეს შერჩენილი ჰქონდეს?!” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ამას როგორ კადრულობენ? ადამიანურობის რაღაც დონე ხომ შეიძლება ვინმეს შერჩენილი ჰქონდეს?! მაგრამ არა, არც ეს აქვთ! ამიტომ არის, რომ ყოფნით თავხედობა, რომ რაღაც თქვან და შემდეგ ვისაც სჯერა იმ ვიღაცაზე მუშაობენ, იმ ვიღაცას კიდევ აჭერენ ტვინში წიხლს. სანამ შეეძლოთ აჭერდნენ სხეულზე, მორალზე, ღირსებაზე და დღეს ტვინში აჭერენ წიხლს. წარმოუდგენელი ამბავია!“ – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს ორი მთავარი კითხვა.

პირველი კითხვა – შეიძლებოდა თუ არა თავად ამ სტიქიის თავიდან აცილება და მისი წინასწარი პროგნოზირება. 65 ჰექტარი ყინული და თოვლი რომ მოწყდება, აუცილებლად ამა და ამ დროს, ერთი ვინმემ დამისახელოს წინასწარი პროგნოზი რომ დაიდო ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში.

წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, იცით რაშია სინამდვილეში საქმე, ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ, რაც დახვდათ 2003 წელს „ნაცებს“, ჯერ რა უნდა დახვედროდათ და ისიც მოშალეს. მაგალითად, თბილისში რამდენიმე სადგური იყო და დატოვეს ერთი. ახლა არის 6 სადგური. წინასწარი გაფრთხილების სიტემა არის მთელი ჯაჭვი. მათ შორის ერთ-ერთი კომპონენტია წყალმზომები, სადაც თუ დაფიქსირდება წყლის კლება ან მატება შემდეგ სხვა ანალიზი სჭირდება. ეს რომ არ დაფიქსირებულა მეცნიერულადაც დასტურდება, რომ შეუძლებელი იყო ამის პროგნოზირება. ეს საკითხი დახურულია. რაც ვერსად ხდება მსოფლიოში, ის ვერ მოხდება საქართველოში და ამას ითხოვენ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მეორე კითხვაა – შეიძლებოდა თუ არა რომელიმე ადამიანის გადარჩენა.

ყველაზე ამაზრზენად ამ ნაწილში იქცევიან. ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი, წინასწარ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გვაიძულებენ რომ ამაზე ვისაუბროთ. ნაწილ – ნაწილ რომ ადამიანების ფრაგმენტები ამოჰქონდათ მაშველებს და ამაზე რომ გეტყვიან 2-3 საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო, იმ ადამიანს რა ჰქვიათ?! როცა ყველა ლოგიკა გეუბნება, რომ 2-3 წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო, სამწუხაროდ, იქ 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო ამას ჰქვია იმ დონის მავნებლობა და იმ დონის ფსიქოლოგიური ტერორი და მანიპულაცია, რომ არ უნდა აკადრო საკუთარ თავს და არ უნდა აკადრო საზოგადოებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...