spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ დაინახა, რომ სათქმელი ოპოზიციას აბსოლუტურად...

მიხეილ სარჯველაძე: “საზოგადოებამ დაინახა, რომ სათქმელი ოპოზიციას აბსოლუტურად არაფერი აქვს”

უბრალოდ არ უნდა შეიძლებოდეს, რომ მსგავსი ტრაგედიებით ვინმე ქულების დაწერას ცდილობდეს. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა, ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია, ერთიანი უნდა იყოს და არ შეიძლება, ხელსაყრელობის მოტივით გარკვეულ გარემოებებსა და ტრაგედიებს საკუთარ სამსახურში ჩაყენებას უპირებდე,“ – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ნეონაცისტური პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ ქვეყანაში.

ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს – არიან ადამიანები, რომლებიც ნეონაცისტური პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ ქვეყანაში. ინტერპელაცია გაკეთებული იყო არა იმისთვის, რომ ვინმეს შოვის ტრაგედიის მიმართ სოლიდარობის განცდა აქვს ან ტრაგედიად აღიქვამს ან კონკრეტული კითხვები აქვს საკითხთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა უნდოდათ და ერთადერთი მოტივაცია ეს გახლდათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან მიმართებით, რომლებმაც ინტერპელაციის გამართვა მოითხოვეს.

მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიციას სათქმელი არ აქვს.

რა თქმა უნდა, ინტერპელაციის დროს შეიძლება იყოს კამათი, ნებიმისერი კითხვა შეიძლება დაისვას. სიამოვნებით მოვისმენდი, რაც კრიტიკული შენიშნვა გამოითქვა , იმასთან დაკავშირებით მოსაზრებებს, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო, როგორ გაკეთებულიყო, მაგრამ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სათქმელი ოპოზიციას აბსოლუტურად არაფერი აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...