გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თანაპარტიელების მხარდასაჭერად მისულებმა სამართალდამცავების რეაგირება, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ, არასათანადოდ მიიჩნიეს, პოლიციის ქმედებების მიმართ უკმაყოფილება გამოიხატა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა და შედეგად მოხდა ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო ახალაიას დაკავება. მომხდარს, მათ შორის, დაკავების მომენტში, ერთ-ერთი პოლიციელის არაორდინარულ განმარტებას, კონკრეტული შეფასებებით ეხმიანება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“ჩემი გაჭირვება მეყოფა, თუ ძმა ხარ“, – პოლიციელის ეს ფრაზა არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის დიაგნოზი!
ნიკა მელია რომ ქუჩის აქციებზე უპირობო ლიდერია, – ფაქტია!
ტერორზე გადავიდა ხელისუფლება და ამ ტერორს მხოლოდ ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ -ასე მოვუგებთ!
p.s. ჰო, აქვე კლოუნი დარინა მელიას ადანაშაულებს, პოლიციას მუშაობა არ აცადა, პროვოკაცია მოუწყოო!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.
ინფორმაციისთვის: გერმანიაში მცხოვრები ქართველი, დარინა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დიახ მელიას სასტავი დაუპირისპირდა ჯგუფურად პოლიციას. რა იყო მათი მიზანი და რაზე ეძიძგილავებოდნენ 5 თუ 6 კაცი 100მდე პოლიციას ჩემთვის გაუგებარია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე

