კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი უნდა გავაპროტესტოთ, ეს მთავრობაც უნდა მოვიშოროთ, ვინაიდან...

“ყველაფერი უნდა გავაპროტესტოთ, ეს მთავრობაც უნდა მოვიშოროთ, ვინაიდან თავიდან ბოლომდე რუსულ საქმეს აკეთებს” – ლაშა ჯანჯღავა

მოძრაობა ,,ჯიუტის’’ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჯანჯღავა სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარს აკეთებს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხსა და გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით:

,,ოთარ ფარცხალაძე – პირი, რომელიც ჯერ იყო ნასამართლევი ბოტასის ქურდობისთვის გერმანიაში, შემდეგ – გენერალური პროკურორი გახდა საქართველოში. ახლა უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ არის ,,ეფესბე’’-ს აგენტი. ესეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ დაუწესა სანქცია, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა შეესრულებინა ვალდებულება, თუმცა მან უარი თქვა და ფარცხალაძის მხარე დაიჭირა. პირველ რიგში, დღევანდელი ჩემი პროტესტი მიემართება იმისკენ, რომ საქართველოში არ ჰქონდეს რუსებისა და ,,ეფესბე“ -ს აგენტებს მხარდაჭერა. მეორე ის, რომ გუშინ, ფოტო დადო ადამიანმა, რომელიც არის რუსეთთან დაახლოებული პირი. ჩვენი პარლამენტის დარბაზში სკამზე იჯდა და იქიდან აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, რაც არის ამაზრზენი.

ესეც უნდა გავაპროტესტოთ და რეალურად, ყველაფერი უნდა გავაპროტესტოთ! ეს მთავრობაც უნდა მოვიშოროთ, ვინაიდან თავიდან ბოლომდე აკეთებს რუსულ საქმეს! ყოველ წამს გამოჩნდება პატარ-პატარა ფაქტები, რომლებიც გასაპროტესტებელი იქნება, სანამ ერთიანად არ მოვიშორებთ ამ მთავრობას!’’ , – განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...