პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მწვავე კომენტარს აკეთებს მმართველი პარტიის განცხადებებზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით:
,,არა თუ გამოძიებას არ იწყებენ, არამედ ანგარიშების დაყადაღებაზეც კი ისტერიკას აწყობენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ისინი თავიდან ბოლომდე – პოლიტიკურად, სამართლებრივად, ფინანსურად ეფარებიან ფარცხალაძეს. ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთი ბანდიტური დაჯგუფება, მე ვიტყოდი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


