spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან "ჩარტერების საქმესთან" დაკავშირებით"...

“საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან “ჩარტერების საქმესთან” დაკავშირებით” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის მიერ ამერიკაში განხორციელებული კერძო ვიზიტისას გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გააკეთა. ოპოზიციონერი ლიდერი, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს და მოუწოდებს, რომ წარმოადგინონ მთავრობის მეთაურის მიერ გაწეული ხარჯების მტკიცებულებები, თუ საიდან დაიხარჯა/დაიფარა გამოყენებული სერვისების ღირებულება:

,,გუშინ, ფაქტობრივად, ,,ქართული ოცნების“ ყველა განცხადება აღიარებითი ჩვენება იყო, რომ საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან ,,ჩარტერების საქმესთან“ დაკავშირებით.

იაფფასიანი ტყუილების კასკადი, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლებიდან დაწყებული პარლამენტის წევრებით დამთავრებული. ახლა საბიუჯეტო თუ კერძო სახსრებით იყო ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც ამტკიცებს, რომ ,,ქართული ოცნება“ და პირადად ღარიბაშვილი არის დიდ კორუფციაში ჩაფლულილი.

მე ხელში მაქვს ღარიბაშვილის დეკლარაცია. სულ რომ შევაჯამოთ, ყველა შემოსავალი, დანაზოგი, რაც მას აქვს და გამოვაკლოთ რა ხარჯებიც მან გაწია – მაინც ვერ აფინანსებს იმ ჩარტერის ღირებულებას, რომელიც არის.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რა ღირს მხოლოდ მიუნხენში ჩარტერული რეისით რომ ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს თვითმფრინავი. ფასი არის 390 000 ლარი. ანუ ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ 390 000 ლარი მხოლოდ მიუნხენამდე ჩასვლა-ჩამოსვლაში გადაიხადა, კერძოდ თავის ჯიბიდან, რომელიც მისსავე დეკლარაციაში არსად არ ფიქსირდება. ამიტომ ეს არის იაფფასიანი ტყუილი.

კიდევ ერთხელ, მინდა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს, მთელ ქოცბანდიტებს, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას, მივმართო – გამოაქვეყნეთ აბა მტკიცებულებები, საიდან მოვიდა ეს ფული?! როგორ გადარიცხეთ ეს ფული?! ეს ყველაფერი ხომ თავიდან ბოლომდე მიუთითებს, რომ თქვენ, ივანიშვილმა მოგცათ უფლება ამ ქვეყნის ძარცვის, სამაგიეროდ მისი ერთგულებისა და რუსული ინტერესების გატარებისთვის.

გამოაქვეყნეთ დოკუმენტაცია, თუ საიდან მოიტანე ეს თანხა მხოლოდ ამ ერთი ფრენისთვის, იმის გარდა, რომ ერთი ამდენი თანხა კიდევ დახარჯე ღარიბაშვილო. 390 000 ლარი ერთი გაფრენისთვის და ერთი ჩამოფრენისთვის, საიდან მოიტანეთ ეს ფული?! – კითხვა არ ის ძალიან მარტივი და ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუ ამას კიდევ ერთხელ არ სცემთ პასუხს, ეს მტკიცებულებაა, რომ თქვენ ხართ დამნაშავეები, კორუმპირებული თაღლითები, რომლებიც ძარცვავთ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...