spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს "ნაცური" ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია,...

“ეს “ნაცური” ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს” – კახა კალაძე განაშენიანების რეგულირების გეგმის მიმართ ოპოზიციის კრიტიკაზე

თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ნარატივია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს აღნიშნული მიმართულების დისკრედიცატიას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს კამპანიას, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. თან ამას ამბობენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაა ყველა ის უბედურება, რაც კი ქალაქს დაემართა.

დედაქალაქის განვითარება განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით ხდება. შესაბამისად, გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეებია, რომლებიც ცარიელია და უნდა განვითარდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, ყველა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, რა მოთხოვნები და ვალდებულებებია გაწერილი, მაგრამ ეს არავის აინტერესებს.

მხოლოდ პოლიტიკური ნარატივია, რომ მშენებლობა ცუდია, დანაშაულია და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თმით, დედაქალაქის ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევს.

არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ. ეს „ნაცური“ ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს.

საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს ამ მიმართულებით და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას კანონიერად ახორციელებს, უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება. არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენენ, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ.

ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ, თუ რა უბედურება მოუტანეთ ხალხს. დღეს კი იმყოფებით ოპოზიციაში და საზოგადოებას აჩვენებთ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

ჩვენ არ და ვერ გავაჩერებთ ქალაქის აღმშენებლობას, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ისე, როგორც აკეთებდით თქვენ. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქალაქს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს. თქვენ მიერ გასხვისებული სკვერების, სპორტული მოედნების გამოსყიდვა მუნიციპალიტეტს უზარმაზარი თანხები უჯდება. ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ორნიშნა რიცხვით იყო, ამაში სამშენებლო სექტორს დიდი როლი აქვს, ზუსტად ამას ებრძვიან ისინი. საკრებულოს იმ წევრებს კი, რომლებმაც წარდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...