საქართველოს პარლამენტისა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაში ოპოზიციის ერთიანობის საკითხზე:
,,გახარიას საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის” გადაწყვეტილების მიღებისთვის ითხოვს დამატებით დროს, როგორც გუშინდელი მათი კომენტარებიდან ჩანდა. ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია.
ამიტომ კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ.
მანამდე კი – შევხვდებით ექსპერტებს, ინტერპელაციის პროცედურაზე მოვუსმენთ გომელაურს, ღარიბაშვილს და ჩავალთ შოვში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


