spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სავსებით ცხადია, “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს...

“სავსებით ცხადია, “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს”” – დავით არახამია

უკრაინის უმაღლესი რადას, ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დამოკიდებულებაზე და მიაჩნია, რომ მმართველი პარტია, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად უშლის ხელს ამ პროცესს:

საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ “რუსულ კანონს”, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან.

და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს.

სავსებით ცხადია, “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით არახამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...