თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე დაანონსებული კამპანიის ფარგლებში თელავში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა:
,,მიხეილ სააკაშვილის სახელით, ჩვენ ვისმენთ მოქალაქეების აზრს, პრობლემებს. ყველა, თითოეული მათი გზავნილი, შედის მიხეილ სააკაშვილთან.
მაშინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ასე განვითარებულიყო კახეთში ტურიზმი, მიხეილ სააკაშვილს სჯეროდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიგვეღო ის, რაც დღეს ხდება. მსოფლიომ გაიცნო კახეთი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


