spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ...

“ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ტვ ,,პირველის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, ხოლო ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე, მისთვის გაურკვეველია:

,,მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია. საყურადღებო რჩებოდა ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენ განმეორებითი კვლევის შედეგადაც ვნახეთ და ყველა მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული.

რაც შეეხება პაციენტს – ის უფრო აქტიურია, ჩივილებსაც ნაკლებად წარმოადგენს. კვების რაციონის, რა თქმა უნდა, სრულად გათვალისწინება მაინც არ ხდება, მაგრამ არის კვების მხრივადაც – გაუმჯობესება. მე ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია შეშფოთება ამ ქალბატონის.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: – კონკრეტულად, რა მაჩვენებლებია გაუმჯობესებული?

საყურადღებო აქ რჩებოდა სისხლის მაჩვენებლები, შედარებით ნორმაზე უფრო დაბალი იყო მაჩვენებლები, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და შეიძლება ითქვას, რომ მაჩვენებლები აშკარად გამოსწორებულია. პაციენტი იღებს უფრო მეტი რაოდენობითაც ახლა უკვე საკვებს. თუმცა, არა იმ კალორაჟით და არა იმ რაოდენობით, რის რეკომენდაციასაც ჩვენ ვაძლევთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ამ ჩვენს რეკომენდაციებს.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: – ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ დაექვემდებაროს ციხეში გადაყვანას?

ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოცემულობები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ის პარამეტრები, რაც მას გააჩნია, შეესაბამება სრულად სტაციონარის პირობებში მკურნალობას“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კრიტიკული შეფასება გააკეთა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ:

,,ძალიან ემოციური საუბარი გვქონდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. ბოლო ვიზიტი დამოუკიდებელი ექიმების მხოლოდ დადასტურებაა იმისა, თუ რა არის თვალნათელი ყველა ჩვენგანისთვის: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ძალიან სამწუხაროა ასეთი დასკვნის მოსმენა.

კიდევ ერთხელ მივმართავ: ძალიან ბევრი მიზეზი და გზაა, რომ შეიცვალოს ეს სიტუაცია, სანამ ძალიან გვიანი არაა, მათ შორისაა, ჰუმანიტარული საფუძვლები“, – წერს Twitter-ზე ანა ფოტიგა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აფსუებო, თბილისს რომ ემუქრებით, ერთი-ორი დრონი ღიად და საჯაროდ გაუშვით რუსეთის მხარდაჭერის ამბავში უკრაინის...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა....

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...