საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, რომან გოცირიძე კომენტარს აკეთებს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსა და მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე:
,,თუ ამ ტრაგედიის შემდეგ, კვლავ გაბედავენ და დაარღვევენ კონსტიტუაციას, სხვადასხვა მანიპულაციებით არ გაივლიან რეგისტრაციას და ფაქტობრივად, საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს იქნება პირდაპირ იმის მამტკიცებელი საბუთი, რომ ამ შემთხვევაშიაც, საქართველოს ხელისუფლება არის დამნაშავე.
არასდროს, ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, არ ყოფილა არცერთი გახმაურებული საქმე, რომ ჩვეულებრივ გამოძიებას, ანუ პროკურატურას მიეღოს ობიექტური გადაწყვეტილება.
გაბედავენ კომისიის ჩაგდებას? მათ უნდა დაუჯდეთ ეს ძალიან ძვირი. უნდა გადაიხადონ ძალიან დიდი მორალური და პოლიტიკური ფასი!“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


