,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ტვ ,,პირველის” ჟურნალისტთან მწვავე კომენტარს აკეთებს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე, რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:
,,გომელაური, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია თანამდებობაზეა, მინისტრია და ა.შ., ვერ გაიზარდა – ვერც, როგორც მინისტრი, ვერც – სახელმწიფო მოღვაწე, ვერც, როგორც ადამიანი და პიროვნება. ის დარჩა ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭად, რომელიც ივანიშვილისა და საკუთარი ოჯახის ინტერესების იქით, არ იხედება. არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება, არანაირი ზრუნვა ადამიანებზე…“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


