spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს რომ ქვეყანას არ აქვს ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი...

“დღეს რომ ქვეყანას არ აქვს ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი – ეს არის “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ერთობლივი ქმედებების შედეგი” – გიორგი ვაშაძე

“სტრატაგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კონკრეტული ეკონომიკური პროექტების შესახებ საუბრობს და ხელისუფლების მიმართ კონკრეტულ ბრალდებებს აჟღერებს:

გუშინ ფაქტობრივად ხელახლა წარვადგინეთ ლაზიკის უზარმაზარი კონცეფცია, რომელიც უკვე რეალიზებაში იყო ჩაშვებული ლაზიკა – ანაკლია პროექტის სახით, რომლის იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ აბსურდული ბრალდებით ჰყავს გამომწყვდეული.

მაშინ, როდესაც უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთი მოექცა სანქციებში, შეგვიძლია მთელი ტვირთნაკადი წამოვიღოთ საქართველოში და 38 ტრილიონის ეკონომიკა დავუკავშიროთ ჩვენ ერთმანეთს მაგრამ „ქართული ოცნება“ დღენიადაგ საბოტაჟს უცხადებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასრულებენ რუსულ დავალებებს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, დღეს რომ ქვეყანას არ აქვს ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ერთობლივი ქმედებების შედეგი.

ასევე, ივანიშვილისა და კობახიძის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას არ აქვს კანდიდატის სტატუსი.

უფრო მეტიც, ქვეყანას ტოვებენ დასავლელი პარტნიორების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების გარეშე.

დღეს რომ არ არის სამუშაო ადგილები და ამის გამო ხალხი გაუსაძლის ყოფაში და სიღარიბეში იმყოფება, ესეც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ივანიშვილები და კობახიძეები როგორც ანტიქართული ანტიეროვნული ძალა ამ ქვეყანაში.

ჩვენ ანაკლიასაც ავაშენებთ, ლაზიკასაც ავაშენებთ, სამუშაო ადგილებსაც შევქმნით, ჩვენს ემიგრანტებსაც დავაბრუნებთ სამშობლოში, აბრეშუმის გზასაც გავმართავთ, ოღონდ ამ ყველაფერს გავაკეთებთ „ქართული ოცნების“ გარეშე ქართველ ხალხთან ერთად.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“სომხეთში ომი არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ…” – ნიკა გვარამია

სომხეთში იმართება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...