spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძემ, ანაკლიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას, მოქმედი ხელისუფლების მიერ...

გიორგი ვაშაძემ, ანაკლიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას, მოქმედი ხელისუფლების მიერ გაჩერებული პროექტების შესახებ ისაუბრა

„გამარჯვების პლატფორმის“ პრეზენტაციის ფარგლებში, გიორგი ვაშაძე რამდენიმე აქტუალურ და მწვავე საკითხს შეეხო. მას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობასა და უმუშევრობის მაღალ დონეზე გაამახვილა. მისივე თქმით, სავალალო მდგომარეობაა დემოგრაფიის მხრივაც. შეხვედრაზე საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ლაზიკის“ კონცეფციასა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც იგი აღნიშნავს, სახელწოდება „ ლაზიკა“ მიხეილ სააკაშვილის იდეას წარმოადგენს, რომელიც მთლიანად საქართველოს უდიდეს ეკონომიკურ განვითარებას მოუტანდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, მოსახლეობას შეახსენა ის კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საერთოდ გაუქმდა. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი, ქუთაისის აეროპორტი, „აბრეშუმის გზა“ – ეს იმ პროექტთა არასრული ჩამონათვალია, რომლის ავტორიც მიხეილ სააკაშვილი იყო. გიორგი ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა ბრიტანული სამართალის კონცეფციაზე, რომლის დანერგვასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოში აპირებდა. საუბრის დასრულს მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს სჯის, რადგან მას ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს აშენება სურდა:

ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, დღეს საქართველოში N1 პრობლემა არის უმუშევრობა, ასობით ათას ადამიანს უწევს ემიგრაციაში წასვლა. განსაკუთრებით დიდია უმუშევრობა ახალგაზრდა ადამიანებში. 40% ახალგაზრდებისა არის დაუსაქმებელი. გასულ წელს, 125 000 ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და რაც ყველაზე მძიმეა, ამან მიგვიყვანა დემოგრაფიულ კატასტროფამდე.

გასულ წელს, საქართველოში ისტორიულად დაბალი იყო შობადობის მაჩვენებელი. აი, ეს მოიტანა ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფებამ, რომელმაც არამხოლოდ ხელისუფლება მიიტაცა და ფულს აკეთებს, არამედ წაგვართვა პერსპექტივა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ძლიერ, ერთიან, ევროკავშირისა და „ნატო“-ს წევრ საქართველოში, აი ამას არ შევეგუებით.

2012 წელს სწორედ უმუშევრობის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემის საპასუხოდ, სააკაშვილის დავალებით, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებში, შეიქმნა ჯგუფები, რომლის ამოცანაც იყო, რომ შეგვექმნა ისეთი განვითარების პროექტი, რომელიც შექმნიდა სამუშაო ადგილებს და იქნებოდა სიღარიბის საბოლოოდ დამმარცხებელი და ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობისკენ. დავისახეთ მიზნად, რომ 2020 წლისთვის 300 000 -მდე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი უნდა შეგვექმნა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა ახალი კონცეფცია „ლაზიკის“ სახით. აი, აქ, მთელი განმუხურიდან – ყულევამდე, უნდა გაშენებულიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა – „ლაზიკის“ სახით. ლაზიკის სახელწოდება ეს იყო მიშას იდეა, ეს არის ღრმა ქართული ისტორიის ნაწილი. მოვიარეთ მთელი მსოფლიო, საუკეთესო გამოცდილებები შევისწავლეთ და 2012 წელს შევისწავლეთ კონცეფცია, რომელიც ამ ტერიტორიაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას გულისხმობდა, საწარმოო ჰაბის განვითარებას, ლოჯისტიკური ცენტრისა და ტურისტული ზონების განვითარებას. დავიწყეთ ინვესტორებთან საუბარი და არაერთი ინვესტორი ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან, ევროპიდან.

რაც ყველაზე მთავარია, პირველი პრეცენდენტი გვინდოდა შეგვექმნა, კონსტიტუციაში სპეციალური ცვლილება შევიტანეთ, რომ ყოფილიყო ბრიტანული სამართალი და პარალელურად უცხოელი მოსამართლეების მეშვეობით მოხდებოდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, არამხოლოდ სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით.

გარდა ამისა, სააკაშვილის უშუალო დავალებით, დაიწყო არაერთი მსხვილი პროექტი, როგორიცაა: რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებილი მაგისტრალი, ბათუმის პორტი, სადაც რუსული გემები კიარ უნდა შემოსულიყვნენ, არამედ ევროპული და ამერიკული გემები. ფოთის პორტში, დამატებითი ტერმინალები უნდა აშენებულიყო, რომელიც ამ ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს მოიტანდა.

მერიის აეროპორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო სატვირთო ფუნქციის მქონე, აღმოსავლეთ- დასავლეთის დამაკავშირებელი და რა თქმა უნდა, ლაზიკა – მთავარი საკითხი. ასევე ქუთაისის აეროპორტი, ისევ იქაა გაჩერებული, სადაც დავიწყეთ, არაფერი არ დამატებია.

აი, ამ პროექტებიდან არცერთი არ არის რეალიზებული, თუ მათ ქვეყანა უყვართ, რატომ არ არის რომელიმე რეალიზებული? – იმიტომ, რომ მათ განვითარება არ უნდათ, უნდათ, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და მოახდინონ ქვეყნის რუსიფიკაცია.

და ბოლოს, მინდა ვთქვა ყველა ამ პროექტის ავტორი, სულისჩამდგმელი, დღეს ზის ციხეში, ხოლო ადამიანი, რომელმაც ქვა ქვაზე აღარ დატოვა 11 წლის მანძილზე, არის თავისუფლებაზე და უნდა, რომ სააკაშვილი დასაჯოს  ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ მას უნდოდა ძლიერი ერთიანი საქართველო. ჩვენ ამ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ და ანაკლია, ლაზიკა იქნება განვითარების ცენტრი შავ ზღვაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, მცხოვრებ ქართველებსაც ექნებათ არჩევანი ძლიერ საქართველოსთან ერთად თუ რუსულ ჭაობში,“ – განახადა გიორგი ვაშაძემ ანაკლიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...