spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიღაცებისთვის ეს საკითხი საქილიკოა, მაგრამ ქვეყანაში დღეს მშვიდობას...

“ვიღაცებისთვის ეს საკითხი საქილიკოა, მაგრამ ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს” – კახა კალაძე

ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მისი შენარჩუნება შეუძლია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, მშვიდობის საკითხი საქილიკო არ შეიძლება იყოს:

„ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს უბრალოდ, ისე არ ხდება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. ასევე, ძალიან კარგად ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას, ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ: მიუხედავად ზეწოლისა და შემოტევისა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, პარტია, ვინც ამ ქვეყანას ემსახურება, იცავს მისი და მოსახლეობის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიღაცებისთვის ეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ომი და გამოსცადა ის უბედურება, რაც მას მოაქვს. ვინ გამოიარა ეს საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად ვინ გამოსცადა? – ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა.

2008 წლის ომის დროს გინახავთ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა თავიდან? ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, გამოსცადა ჩვეულებრივმა მოსახლეობამ და გმირმა ჯარისკაცებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული შედეგის მიღწევა ომითა და დაპირისპირებით არ უნდა მოხდეს.

გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. უცხოეთიდან კი რა იყო? – შეშფოთება, აღშფოთება. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ, მშვიდობას დღეს არ აქვს ალტერნატივა.

შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, რას ვფიქრობთ ქვეყნის გაერთიანებასა და დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს კი უნდა გავაკეთოთ არა ომითა და დაპირისპირებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, გაძლიერებითა და გონიერებით. ეს არის ჩვენი პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კრიტიკულ ტელებიზიებს მხარდაჭერას უცხადებს: “სოციალურ...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...