spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც იგივე საქმეს ეხიდები, რასაც "ნაციონალური მოძრაობა", ეს...

“როდესაც იგივე საქმეს ეხიდები, რასაც “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ორბიტაზე ტრიალებ” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კომენტარს აკეთებს ოპოზიციის გაერთიანების სტრატეგიასთან დაკავშირებით:

,,სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელსაც პრობლემა უდგას მომდევნო არჩევნებში ნებისმიერი ბარიერის გადალახვის, ასეთ დროს მართვის პოლიტიკური ამოცანა არის, რომ მიეკედლონ რომელიმე შედარებით დიდ პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ პარლამენტში ადგილები მოიპოვონ. თორემ, მოგვიანებით, ისევ დაიშლებიან და ა.შ.

ადამიანს ამბიცია აქვს პრემიერ-მინისტრობაზე და ა.შ. ბატონ ვაშაძეს ვგულისხმობ. ახლა იგივე ადამიანი ვერ იტყვის, რომ ვერთიანდები იმიტომ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა მაქვსო. ამიტომ უწევს, რა თქმა უნდა, მოგონება ისეთი არგუმენტაციისა, რომლის ნადვილობისა თვითონაც შეიძლება არ სჯერა.

რეალურად, როდესაც იგივე საქმეს ეხიდები, რასაც ,,ნაციონალური მოძრაობა”, რასაკვირველია, ფორმალურად დამოუკიდებელი პარტია რომც გერქვას, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ორბიტაზე ტრიალებ. აქედან გამომდინარე, არავითარი განსხვავებული აქ არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...