პარლამენტის რეგიონალური და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა კომენტარს აკეთებს ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე. მისი განმარტებით, NATO არ არის მზად, რომ გადადგას გაბედული ნაბიჯი, რაც საქართველოს აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას გულისხმობს:
,,საერთაშორისო მისიებში გამოცდილებით, იმ მონაწილეობით სხვადასხვა ოპერაციებში, აღჭურვილობით, იმ სტანდარტიზაციით, რაც ჩვენ საჯარისო შენაერთებს აქვს, დიახ, დღეს მზად არის საქართველო, გახდეს NATO-ს ღირსეული წევრი, მაგრამ NATO არ არის მზად, რომ ეს თამამი ნაბიჯი გადადგას.
ასე, რომ ჩვენ ახლა ის ხომ არ ვართ – პროვოკატორები, რადიკალურ ოპოზიციასავით ან მავნებლები, რომ კუთხეში მივამწყვდიოთ. რა შედგს მოგვცემს?!
არა, როცა თვითონ იქნებიან მზად ამისთვის და გაბედულ ნაბიჯს გადადგამენ, აი მაშინ მივიღებთ და შესაბამისად, იქნება ეს უკვე აღიარებული.
[ჟურნალისტის შეკითხვა]: რატომ არ არიან მზად?
იმიტომ, რომ ეშინიათ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ

