spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: "თუ მორგოშია დასაჭერია, როგორც ორგანიზატორი, მაშინ...

ირაკლი კობახიძე: “თუ მორგოშია დასაჭერია, როგორც ორგანიზატორი, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია“

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 5 ივლისს მოვლენების დროს ძალადობრივი ქმედებები სპონტანურად განხორციელდა, არ იკვეთება ორგანიზატორი, რის გამოც შსს-ს რეაგირება გაუჭირდა. ამასთან, მმართველი პარტიის ლიდერი 5 ივლისისა და 7-8 მარტის მოვლენებს შორის შედარებას ახდენს:

,,ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა.

სამართლებრივად ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება.

დანაშაულის ორგანიზება, ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება.

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. თქვენ გახსოვთ, სამწუხაროდ, როგორ წარიმართა 5 ივლისს მოვლენები. იყო სპონტანური ძალადობა. ამიტომ გაუჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი.

მე მინდა შეგახსენოთ, როცა აქ ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები. შეკრება იყო ორგანიზებული. უფრო მეტიც, ადამიანებს მოუწოდეს, რომ პარლამენტის შენობისთვის ალყა უნდა შემოერტყათ. ამ ალყას მოჰყვა პირდაპირი ძალადობრივი აქტი.

თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, ამ შემთხვევაში პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, რომ წადით ამა და ამ ადგილას, მაგალითად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანებს, ეს მოწოდება არ იყო.

თუ მორგოშია დასაჭერია, როგორც ორგანიზატორი, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კრიტიკულ ტელებიზიებს მხარდაჭერას უცხადებს: “სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...