პარასკევი, აპრილი 11, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიშეზღუდვები გზებზეუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია...

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია – საქართველოს რკინიგზა

სადგურ მარელისში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საკონტაქო ქსელისა და ლიანდაგების დაზიანების გამო მატარებლების ყველა რეისი გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

ძვირფასო მგზავრებო!
სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
თბილისი-ბათუმი(#804)
თბილისი-ფოთი (#874)
ბათუმი-თბილისი (#801)
ბათუმი-თბილისი (#807)
ზუგდიდი-თბილისი (#869)
ბათუმი-ერევანი (#201)

კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება.

კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზა დამატებით განმარტებებს აკეთებს ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით:

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია – მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია, სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ინფორმაცია საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვის თაობაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...