spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ესეთი კიკოები დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, ე.ი. ჩვენ...

“ესეთი კიკოები დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, ე.ი. ჩვენ მრავალი გვყავს” – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) ქადაგების დროს მძიმე შეფასებას აკეთებს და ხელოვნების/კინოს სფეროსა და მთლიანად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,საქართველო კიკოებით აივსო. კიკო გახსოვთ, ,,დათა თუთაშხია“-ში რომ არის – ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა. არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს.

ესეთი კიკოები დაწყებული ზემოდან – პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, ე.ი. მრავალი გვყავს ჩვენ. ისეთ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია.

საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქარველოს?!“ – აღნიშნავს მეუფე სტეფანე.

ქადაგების დროს მეუფე სტეფანე ბავშვებთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გამოშტერება უნდათ:

,,იმედისმომცემი ნაბიჯები იდგმება და უდიდესი წინააღმდეგობა მოდის საერთაშორისო მაფიისგან. აქ, ჩვენთან თავიანთი რაღაც ამფსონები… ფულები გადაუხადეს. დედას, მამას, სამშობლოს გაყიდის.

ახლა არის ეს საკეპი მანქანა, ახალი ერა, ასე ვთქვათ – ,,new age”. ახალი ცრუ იდეები და სისულელეები. პატარა ბავშვების გამოშტერებით უნდათ, რომ ადამიანი შეიცვალოს. პატარა ბავშვებიდან უნდათ, რომ გამოზარდონ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც სამშობლო და არც ღირსება ექნებათ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...