spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი...

“სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის” – გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ბოკერია აღნიშნულ ფაქტს კრიტიკულად აფასებს და ასევე მიაჩნია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით წარმატების მიღწევა შეუძლებელია:

,,სააკაშვილის და ,,ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის. იმიტომ, რომ მათი არათანმიმდევრულობის, ტყუილების და აბსურდული საქციელის გამოყენებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა მთლიანად პროდასავლური საზოგადოების, მთლიანად ოპოზიციის დისკრედიტაციას ახდენს.

ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს – ვინც ,,ვარდების რევოლუციის“ იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით მხარს უჭერდა აქამდე ,,ნაციონალურ მოძრაობას“, ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს ვერ დავამარცხებთ, მითუმეტეს, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და თავისუფლებისკენ ვერ წავიყვანთ. იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...