spot_img
მთავარიანალიტიკა"საქართველოს აგრარული სექტორი სასურსათო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი...

“საქართველოს აგრარული სექტორი სასურსათო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს” – ალექსი ნონიაძე

საინფორმაციო სივრცე იმდენად პოლიტიზირებულია, რომ სოციალური და ეკონომიკური საკითხები ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.

მაისის თვის დასაწყისში ყველამ ერთად ვიხილეთ მეხორბლეების აქცია. მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ დღეს აქციებით ვერავინ ვერავის ვერ გააკვირვებს… და რით იყო იგი საყურადღებო?

ხორბალი და კერძოდ პურის ფქვილი, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტია, რომელზეც დამოკიდებულია არამარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (მასლოუს პირამიდა), არამედ ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირება (პურზე მაღალი ფასი სექტორულ ინფლაციას იწვევს) და მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობა (მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი). ამიტომ ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს მთავარ ამოცანას საკუთარი მოსახლეობის პურპროდუქტებით უწყვეტი მომარაგება წარმოადგენს.

დასავლურ სახელმწიფოებშიც კი, სადაც დეცენტრალიზებული ეკონომიკის პრინციპების გამოყენებით მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო ძალები განსაზღვრავენ რა და რა რაოდენობით პროდუქცია უნდა აწარმოოს ქვეყანამ, ხორბალი გამონაკლისი შემთხვევაა. ბევრ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ეს დარგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დოტაციაზეა, რადგან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მტერი უპირველესად სასურსათო-ლოგისტიკური ბლოკადის შექმნას ეცდება. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს თვითკმარი სასურსათო სისტემა და ხორბლის საკმარისი რეზერვები გააჩნდეს.

ჩვენთან რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ. პრიორიტეტად გამოცხადებული აგრარული სექტორი არა მარტო ვერ განვითარდა (არ ხდება სოფლის მეურნეობის ნედლეულის მასიური წარმოება), არამედ, როგორც აღვნიშნეთ, სტრატეგიული პროდუქტის წარმოებაშიც კი ჩავარდნები გვაქვს. ამის მიზეზი სექტორის მართვის ძველი მოდელია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოგვყვება და ინერციით ვაგრძელებთ სვლას.

აგროსექტორის „დარაიონების“ მართვის პრინციპი თანამედროვე კონკურენტულ გარემოში არარელევანტური და მოძველებულია, არ პასუხობს თანამედროვე ბაზრის კონიუნქტურას, ასევე იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით დგას.

დიდი ხანია განვითარებული სახელმწიფოები საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკას კლასტერული მოწყობის პრინციპით წარმართავენ, სადაც არამარტო სოფლის მეურნეობა ეკონომიკის სხვა დარგებთან ერთად არის ერთიანი სისტემის შემადგენელ ნაწილად განხილული, არამედ თავად აგრო სფეროში კლასტერული პრინციპით სხვადასხვა მიმართულებები (ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოება, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრებაო და სხვა) არის გაერთიანებული.

სოფლის მეურნეობის თითოეული სექტორისთვის საჭიროა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. თითოეულ აგროკულტურაზე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კლასტერი, რომელშიც გაერთიანდებიან შემდეგი სუბიექტები: საჩითილე მეურნეობები, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები, ფერმერული და სამაცივრე მეურნეობები, კოოპერატივები, ასოციაციები (არასამთავრობო სექტორი), პროფილური კომპანიები (იმპორტიორები, ექსპორტიორები), პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობები (სადაც აღნიშნული კულტურის მასიური წარმოება ხდება), მსხვილი სავაჭრო ობიექტები, საქსტატი, პროფილური კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები, კონკურენციის ეროვნული სააგენტო;
  2. თითოეული აგროკულტურის ღირებულების ჯაჭვი დეტალურადაა შესწავლილი, აღნიშნული კულტურის წარმოებისა და წარმოების პოტენციალისთვის შედგენილი უნდა იქნას გეოგრაფიული რუქა (ზონალური დაყოფის პრინციპით);
  3. კლასტერში მონაწილე სუბიექტებს შორის უნდა შემუშავდეს კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემა;
  4. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სეზონის დასაწყისში ინფორმაციის შეგროვებას ნათესი ფართობების შესახებ და მის საფუძველზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს წლის პროგნოზები მოსავლიანობასთან დაკავშირებით;
  5. შეფასდეს ექსპორტისა და იმპორტის პოტენციალი სასურსათო უსაფრთხოების კონტექსტში. გამოიყოს პრიორიტეტები, გაკეთდეს კონკრეტული აქცენტები.

მხოლოდ ამის შემდეგ, თითოეული კულტურისთვის და სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის, ცალკე უნდა გაიწეროს განვითარების გეგმა და სტრატეგია, რის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს სოფლის მეურნეობის განვითარების, საძოვრებისა და მიწის მართვის, ირიგაციის და სხვა სტრატეგიები/კონცეფციები.

სოფლის მეურნეობაში ერთიანი ხედვისა და შესაბამისი პოლიტიკის გარეშე ყოველთვის აგრარულ სექტორში ჩამორჩენილი ქვეყანა ვიქნებით, რომელიც ხარისხიანი აგრო პროდუქტის მასობრივად წარმოებას ვერასოდეს შეძლებს. სანამ ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს არ გადავდგავთ, ასეთ პირობებში, სასურსათო უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია.

ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...