ორშაბათი, მაისი 12, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რომ ჩვენთან არის მშვიდობა, ეს ევროპის ...

“ის, რომ ჩვენთან არის მშვიდობა, ეს ევროპის დამსახურებაც არის და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს” – თამარ კორძაია საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

რატომ ვივიწყებთ იმას, რას აკეთებს ჩვენთვის ევროპა, რა გაუკეთებია დღემდე და რა ხარისხის მხარდაჭერას ავლენს ის საქართველოსთან მიმართებაში. ის, რომ ჩვენთან არის მშვიდობა, ეს ევროპის დამსახურებაც არის და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს. არ არის იმის თქმა სწორი, თუ რა სარგებელს იღებს ჩვენგან ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო ევროკავშირისგან. ცოტა უხერხულია 3 მილიონიანი ქვეყნისა და ევროკავშირის შედარება ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით“, – ამ სიტყვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში ჯამურად გასხვისდა 424 ათას 449 კვადრატული მეტრი მიწა რუსეთის მოქალაქეებზე, დარეგისტრირდა 8 832 ინდივიდუალური მეწარმე და ასევე, შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი.

ეს სტატისტიკა საკმაოდ ბევრია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი ხდებოდა ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგებოდა რუსეთიდან საქართველოში. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან, აწარმოებენ ბიზნესს და ყიდულობენ უძრავ ქონებას.

პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რაზეც დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა და გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მაინცდამაინც არ ვართ მათი პარტნიორები“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და...

„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...