spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ...

“მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ” – სოზარ სუბარი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების დემარშზე

ეს არის უკვე მეორე დემარში ბოლო სამი თვის განმავლობაში“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ელჩებმა პირველად მიმდინარე წლის 27 თებერვალს გამოთქვეს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ზუსტად თვენახევარში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია და არანაირი საფუძველი შეშფოთებას არ ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ ელჩებისგან არც ბოდიში მოგვისმენია ქართული საზოგადოების წინაშე და არც სინანული იმის გამო, რომ ისინი იქცნენ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად.

ელჩებმა ისევ გამოთქვეს წუხილი, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და პრაქტიკულად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდეს.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია არა, ვთქვათ, საქართველო რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება ან ის ფაქტი, რომ ეს ფრენები არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, არამედ აბსტრაქტული და პირადად ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური არსი.

ცუდი ის არის, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ და სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ თავიანთი ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...