კვირა, ივნისი 15, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც რუსული კანონის გაწვევა მოგიწიათ თქვენი ხელით პარლამენტიდან,...

“როგორც რუსული კანონის გაწვევა მოგიწიათ თქვენი ხელით პარლამენტიდან, ასე მოგიწევთ ამ ფრენების შეჩერება” – გიორგი ვაშაძე საპარლამენტო უმრავლესობას

საქართველოში ფრენას იწყებს ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყნას იზოლაციისკენ, იმიტომ, რომ შეიძლება დასანქცირდეს ჩვენი აეროპორტები. როგორც რუსული კანონის გაწვევა მოგიწიათ თქვენი ხელით პარლამენტიდან, ასე მოგიწევთ აუცილებლად ამ ფრენების შეჩერება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება იქნება ძალიან მკაფიო, რადგან საქართველოს გზა არის ევროპა და არა რუსეთი და არავის სჭირდება სანქცირებული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენა.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა 6 მაისს, აღმაშენებლის 75-ში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას:

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას „გაშავება“ და „ქოლცენტრებთან“ დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ. მე ახლა ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე „ქოლცენტრების“ სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მან დაასახელა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ისკო დასენი და მისი ოჯახის წევრები და აღნიშნა, რომ ისინი „ქოლცენტრების“ საქმესთან კავშირში არიან.

მე ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიას გადავცემ, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ დგას „ქოლცენტრების“ უკან, სწორედ ამიტომ აჭიანურებენ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...