spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც უფრო დამოკიდებული ხარ მტერზე, ოკუპანტზე, ჩვენზე ზემოქმედების...

“რაც უფრო დამოკიდებული ხარ მტერზე, ოკუპანტზე, ჩვენზე ზემოქმედების მით მეტი ბერკეტი აქვს” – პაატა მანჯგალაძე

სამი მიმართულებით გვებრძვის რუსეთი და ჩვენგან ითხოვდა სამ მნიშვნელოვან საკითხზე თანხმობას: საერთაშორისო იზოლაცია, საერთაშორისო მიმართულებით ბოლო მოკავშირე პარტნიორი იყო „ევროპელი სოციალისტები“, ვინც ხელს ართმევდა „ქართულ ოცნებას“ და იმ ჯგუფიდანაც კი მოუწია „ქართულ ოცნებას“ წამოსვლა.

ნატოს-ს წვრთნებში არასდროს ყოფილა შემთხვევა უარი გვეთქვა და ნატო-ს წვრთნებზეც უარი ვთქვით და, ფაქტობრივად, 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

ევროპასთან ფაქტობრივად ვართ იზოლაციის მდგომარეობაში. შესაბამისად, რაც უფრო დამოკიდებული ხარ მტერზე, ოკუპანტზე, მით მეტი ბერკეტი აქვს ჩვენზე ზემოქმედების“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მიღწეულია საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და, შესაბამისად, რუსული ზეგავლენა ქვეყანაში იზრდება:

საქართველოში პირდაპირ ვრცელდება რუსული ნარატივები, სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა, რომ რუსეთი არის ჩვენი მართლმადიდებელი მოკავშირე, ჩვენი ოჯახების და ტრადიციის შენარჩუნების წყარო და დასავლეთი არის გარყვნილება, დასავლეთი არის ომთან, არეულობასთან დაკავშირებული, დასავლელი პარტნიორები არიან ფაშისტები.

ყველაზე მავნე, რაც არის ჰიბრიდული ომის, რბილი ძალის მთავარი კომპონენტი – ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა რუსეთზე. „ქართული ოცნების“ მოსვლიდან საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება შემდეგი მიმართულებით – სასურსათო უსაფრთხოების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, რაც მიზანმიმართულად ხდება, რადგან თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლების გარეშე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...