spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული სწორედ...

ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული სწორედ “ქართულ ოცნებასთან” ეს კონკრეტული შემთხვევა, ქოლცენტრების თაღლითური სქემა – გიორგი ვაშაძე

ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვა:

6 მაისს, აღმაშენებლის 75-ში, სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, უსიტყვოდ, არაფერი არ განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას გაშავება და თითქოსდა რაღაც „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ „სუსის“ მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ. მე საზოგოდოების წინაშე დავდე პირობა, რომ ამ საქმეს ესე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი ბოლომდე, ამიტომაც ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიასაც გადავცემ, თუ როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე ეს ქოლცენტრების თაღლითური სქემა, რომელიც არამხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტი არსებობს.

13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“, რომელიც იმდღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს. კითხვა ჩნდება – ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან? მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანიის, შ.პ.ს „რუმსის“ დირექტორი, თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, „ჩაჩი“ დასენთან ერთად ფლობს „ბლექ სი როქს“ – ასეთ კომპანიას, ქოლცენტრს, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეეს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონრებს.

ვინ არის ჩაჩი დასენი? ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიალ დასენი, ასევე არტურ არაბიანი, ეს ადამიანები გახლავთ ისკო დასენის ოჯახის წევრები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის. ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში ფულის გათეთრების გამო, ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლიდან კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შპს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურე საბჭოს წევრი ბატონი გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ანუ აი ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის, მთავარი, დედაკომპანიის წევრი.

შესაბამისად, მე ხელთ მაქვს ეს მტკიცებულებები, რომელსაც გადავცემ მედიასაც და კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ დგას ქოლ-ცენტრების უკან, სწორედ ამიტომ აჭიანურებენ ახლა საგამოძიებო კომისიის შექმნას იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები დასაბუთებული არის შპს-ების სარეგისტრაციო დოკუმენტებით და დასტურდება ამ ადამიანების კავშირი, ეს არის მხოლოდ ზღვაში წვეთი დიდი თაღლითური სქემისა, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია და ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამია ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში, თუ ვინმე არის დამნაშავე, არიან ეს ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას დღეს საქართველოში. აი, ბატონო სახელები და გვარები, ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ და ევროპელ სამართალდამცავებსაც აუცილებლად ყველა მტკიცებულებას წარვუდგენ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...