spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" საკუთარ ბედს უკავშირებს მარცხისთვის განწირულ პუტინს...

“ქართული ოცნება” საკუთარ ბედს უკავშირებს მარცხისთვის განწირულ პუტინს და რუსეთს – გიორგი ვაშაძე

,,ქართულმა ოცნებამ“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ გაერთიანება დატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კრიტიკულ და მწვავე შეფასებას აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის მისწრაფებას, რაც გულისხმობს ,,ძლიერ საქართველოს ევროკავშირთან და NATO-სთან ერთად“:

,,დღეს ,,ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად რუსულ ძალად გაფორმდა. მმართველმა პარტიამ ევროპელ სოციალისტთა ოჯახი დემონსტრაციულად დატოვა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკური ოჯახი. სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს გერმანიის მმართველი პარტია. ამ გადაწყვეტილებით ,,ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, შეუერთდა პუტინის პარტია ,,იედინაია როსიას“.

მეგობრებო, ეს არ არის მხოლოდ ღია და მკაფიო უარის თქმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და იმ დიდ მიზანზე, რაც ჩვენ გვაქვს – ,,ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და NATO-სთან ერთად“.

ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება იმისათვის, რომ რუსეთის ჩრდილქვეშ შეინარჩუნოს ძალაუფლება პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არაფერი საერთო არც საქართველოსთან, არც ქართულ ღირებულებებთან, არც ქართულ ეროვნულ ინტერესებთან არ აქვთ. მათ ერთადერთი საერთო, დღევანდელი გადაწყვეტილებით, აქვთ რუსულ რეჟიმთან, პუტინთან და იმ მავნებლურ, ტერორისტულ ძალასთან, რომელიც ძალიან მალე დამარცხდება.

დღეს, ისე, როგორც არასდროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, საზოგადოებას ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია გვქონდეს ამასთან დაკავშირებით.

ის, რასაც დანაშაულებრივად ჩადის ,,ქართული ოცნება“, არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე. 2001 წელს საქართველოს რუსეთმა სავიზო რეჟიმი დაუწესა იმიტომ, რომ საქართველომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აირჩია ევროკავშირის მიმართულებით. გუშინ, მათ სავიზო რეჟიმი მოუხსნეს, სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, რომ – საქართველო, უფრო ,,ქართული ოცნება“ უარს ამბობს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. მმართველი პარტია საკუთარ ბედს უკავშირებს მარცხისთვის განწირულ პუტინს და რუსეთს. დღეს ისინი ევროპულ სოციალისტთა ოჯახს დემონსტრაციულად ტოვებენ. დღესავით ნათელია ყველაფერი!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...