spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "ქალაქს სჭირდება განახლება და არა პოლიტიკური...

კახა კალაძე: “ქალაქს სჭირდება განახლება და არა პოლიტიკური სპეკულაციები”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა.

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში – სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი… დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიანებით რომ დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა. მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, სექტემბერში არ იქნებოდნენ დაბრუნებული საზაფხულო შვებულებებიდან? ასე რომ, ეს პოლიტიკური სპეკულაციაა. ისე არიან დაბოღმილები, რომ არ იციან, რა თქვან.

როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ათას სისულელეს იგონებენ. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს? კომუნისტების შემდეგ აქ სამუშაოები აღარავის უწარმოებია, იცვლებოდა მხოლოდ გზის საფარი და მეტი არაფერი. რა არის ამაში ცუდი, რომ კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორიც არის ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირები. ჩვენს ქალაქს სჭირდება განახლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: "გახსოვთ ის დღეები,...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

“ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია” – გია ნოდია

უახლოეს დღეებში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...