spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების...

“ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის – მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირება მოახდინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას”, გაითვალისწინოს ამერიკის მხარის გადაწყვეტილება და ასევე აფრთხილებს, რომ ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია:

,,უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მთავრობამ. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და NATO, არამედ მზად არის იბრძოლოს ამისთვის. სწორედ ამის დემონსტრირება იყო 7-9 მარტს და მათი მხრიდან მყისიერმა ნაბიჯებმაც არ დააყოვნა.

დიახ, დღეს სანქცირებულია 4 მოსამართლე, მაგრამ კიდევ მეტს მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან!

მეგობრებო, ჩვენს გვერდით არის ამერიკა, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, ჩვენს ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან. ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია.

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს – შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას! ,,ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას ერქვას საქართველოს ხელისუფლება!

ჩვენს გვერდით დგას ამერიკა და ევროკავშირი და თუ გააგრძელებს ხალხის ნების გაყალბებას, შემდგომში იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები.

მე ვფიქრობ, რომ დღეს, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს – არ უნდა მოვდუნდეთ! ეს ხელისუფლება არის რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმი და ერთაერთი რაც მათ უნდათ, საქართველოში იყოს რუსული ჭაობი. ჩვენ ამას არ შევეგუებით! გამარჯვება ძალიან ახლოს არის, მთავარია ვიდგეთ ერთად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...