spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებელი" არ დავუშვებთ აქციის მონაწილეების დემონიზებას და...

“სტრატეგია აღმაშენებელი” არ დავუშვებთ აქციის მონაწილეების დემონიზებას და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ რათა დავიცვათ ხელისუფლებისგან დევნილი აქციის ნებისმიერი მონაწილე – პაატა მანჯგალაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური დირექტორი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადება 7-8 მარტის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს ხელისუფლებას:

რაც შეეხება 7-8 მარტის მოვლენებზე გამოძიებასთან დაკავშირებით თალაკვაძის განცხადებას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გამოსაძიებელია ვისი მითითებით მოხდა რუსული კანონის საქართველოს პარლამენტში ინიცირება და შემდგომში, დაჩქარებული წესით განხილვა რადგან ამ რუსული კანონის მიზანი იყო ევროპული კურსის დივერსია და კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებების ჩაგდება, რაც დაადასტურეს კიდევაც ევროპელმა პარტნიორებმა.

შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ არა ის თუ რატომ აღშფოთდა ხალხი და რატომ გამოვიდნენ ქუჩაში ახალგაზრდები, არამედ ის ვისი მითითებით და წახალისებით ხორციელდებოდა შეთქმულება საქართველოსა და მისი ევროპული კურსის წინააღმდეგ.

როცა ხელისუფლება გადის კონსტიტუციიდან მას უკვე უფლება არ აქვს ხალხს მოსთხოვოს კანონების ზედმიწევნით განხორციელება. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ძალადობას ვამართლებ, უბრალოდ ვაზუსტებ, რომ მოძალადე იყო ხელისუფლება, რომელმაც იძალადა საქართველოზე, კონსტიტუციაზე და ხალხზე და მხოლოდ ამაზე იყო ხალხის კანონიერი პროტესტი.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ დავუშვებთ აქციის მონაწილეების დემონიზებას და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ რათა დავიცვათ ხელისუფლებისგან დევნილი აქციის ნებისმიერი მონაწილე”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...