spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილიბერალებს უნდათ ნამუსი აგვხადონ - ლევან ვასაძე

ლიბერალებს უნდათ ნამუსი აგვხადონ – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეხმიანება ფილმ “And Then We Danced” (“და ჩვენ ვიცეკვეთ”) დაგეგმილ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას:

ლიბერალებს უნდათ ნამუსი აგვხადონ ამ კვირაში. მათ გრანტების ფულით გადააღებინეს ვიღაც უნამუსო, შვედეთში მცხოვრებ, ვითომ ქართველ ვაი-რეჟისორს ვინმე ლევან აკინს. ფილმი, სადაც მთელი ჩვენი ქვეყნისათვის სულში ჩამაფურთხებელი ამბავია მოთხრობილი, ვითომ ამბავი – ქართული ცეკვის 2 მამაკაც მოცეკვავეს, ამ ფილმის ავადმყოფი ავტორების ჩანაფიქრით ერთმანეთი უყვარდებათ და მამათმავლურ ცოდვაში ჩავარდნილები ერთად ცხოვრობენ.

ამ ფილმის გადაღებით მათ, მთელ მსოფლიოში, შეარცხვინეს მთელი ქართული კულტურა, არა მარტო ცეკვა, კინო, მთელი ჩვენი ფოლკლორია, შეურაცხყოფა მიაყენეს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის, ჩვენი უამრავი სასიქადულო მოცეკვავისა და მომღერლის ნათელ ხსოვნას, ასევე ჩვენი ცოცხალი, ქართული ცეკვისა და სიმღერის, ათიათასობით მოღვაწეს, მოცეკვავეს პედაგოგს და ა.შ.

ესეც არ იკმარეს და ამ კვირაში გაუგონარ საქმეს ლამობენ. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქვთ ამ ფილმის 6 კინოთეატრში 3-დღიანი ჩვენება დღეში 2-2 სეანსი. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ ათასობით ადამიანი ნახავს ამ ფილმს და კიდევ უფრო გაირყვნება, კიდევ უფრო დეგრადირდება სულიერად, კიდევ უფრო ცინიკურ ცხოველად იქცევა.

ჩვენ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება, არცერთ ამ 6 კინოთეატრში, ამ 3 დღის განმავლობაში.

ჩვენი სამოქმედო გეგმა ამჯერადაც ძალზედ მარტივია. ჩვენ პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე დიდი რაოდენობით შევიკრიბებით ვერის ბაღში, დავიყოფით ხუთ ჯგუფად და დავიძვრებით იმ კინოთეატრებისაკენ, სადაც ეს ჩვენებები იგეგმება. ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, ჩვენ გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში.

მოვუწოდებ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ და არ დაიცვან ქვეყნის გარყვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებსა და ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხსა და მის ტრადიციას.

მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს, შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას”, – განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეო მიმართვაში.

​ცნობისათვის: “And Then We Danced” გეი-დრამის რეჟისორი, ლევან აკინი, წარმოშობით საქართველოდანაა. ფილმი შვედეთის სახელით წარდგება ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...