spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და ამასთან მოუწევს შეგუება,...

“ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და ამასთან მოუწევს შეგუება, არც ვანო მერაბიშვილი არასოდეს აღარ იქნება პრემიერი” – დავით უსუფაშვილი

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, არჩევნების გზით დღეს მოქმედი ხელისუფლების ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ პრემიერ-მინისტრს მოუწევს იმის შეგუება, რომ არჩევნების შემდეგ ის პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება.

მინდა ბატონი პრემიერ-მინისტრი ცოტათი დავამშვიდო – საქართველოში არანაირი რეჟიმის ცვლილება არ იქნება რაიმე დემონსტრაციის ფონზე, მაგრამ მინდა ავაღელვო კიდეც ცოტათი, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად იქნება, ოღონდ ეს იქნება არჩევნების შემდეგ, 2024 წელს.

კი, ასე იქნება, ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და ამასთან მოუწევს შეგუება. და არც ვანო მერაბიშვილი არასოდეს აღარ იქნება პრემიერი და მასაც მოუწევს ამასთან შეგუება. „ლელოს“ და ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური პოზიცია ეს არის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური ხედვა ესაა, რომ ძალიან მალე, არჩევნების გზით უნდა დასრულდეს ის ორი ეპოქა, რომელმაც ჯამში ჯერ ერთმა, მერე მეორემ და მერე ერთმანეთთან კინკლაობაში ამ ქვეყანას უდიდესი ზარალი და ზიანი მიაყენეს.

ამისი ნათელი დადასტურებაა დღევანდელი დღეც, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მართლა ეროვნული ინტერესების თემაზე გველაპარაკა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ანუ იმ თემებზე, სადაც ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს, რომ გაუმკლავდეს სხვადასხვა საფრთხეს, ამის ნაცვლად პრემიერ-მინისტრმა მარჯვედ გამოიყენა მისთვის მიცემული დრო და ილაპარაკა ისევ იმაზე, რაზეც სულ ვლაპარაკობთ.

ეს დასრულდება! რეჟიმი შეიცვლება უკეთესი რეჟიმით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...