spot_img
მთავარიანალიტიკანიკა გვარამია: "ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ..."

ნიკა გვარამია: “ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ…”

ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე დაპატიმრების ორდერის გამოცემას ეხმაურება პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს გეოპოლიტიკურ ჭრილში:

ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ:

✔ უპირველესი გზავნილი ისტორიულია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არა მგონია, ასეთი მნიშვნელობის რამე მომხდარიყოს. ცხადია, რომ რუსეთის დაშლა ურალს გამოღმა მოსკოვიად და ურალის მიმდებარედ და ურალს გაღმა ახალ სახელმწიფოებად, მხოლოდ დროის საკითხად იქცა. კიდევ უფრო მოკლე ხანში რუსეთის ატომური იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უნდა ველოდოთ;

✔ ყველას, განსაკუთრებით კი საერთაშორისო პოლიტიკის ინდივიდუალურ თუ ორგანიზაციულ აქტორებს უთხრა, რომ დასრულდა გეოპოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებით ბალანსირების დეჰუმანიზებული პოლიტიკის ერა და დაიწყო უნივერსალური ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგის ჰუმანოცენტრული ერა. ასეთია სამყაროს სულისკვეთება (Weltgeist) და დროის ეთოსი, რაც ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გამოკრისტალდა;

✔ ყველას, განსაკუთრებით კი სხვა საერთაშორისო სასამართლო ფორუმებს, უთხრა, რომ სამართალი ურმით კი არ დადის ზიგზაგებით, არამედ სიმართლის და სამართლიანობის უმოკლესი სწორხაზოვანი მარშრუტით ზებგერითი თვითმფრინავით დაფრინავს;

✔ ყველას, განსაკუთრებით კი ყველა სხვა დიდ თუ მცირე დიქტატორს, უთხრა, რომ ამორალური მაქსიმა “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”, იმის გამოც არ იმუშავებს, რომ გასამართლებულები ვერ იმარჯვებენ. პროაქტიულად აღიკვეთება განზრახვაც კი და აღარ დაელოდებიან შედეგებს;

✔ სი ძინპინს, პუტინთან შეხვედრის წინ, მკაცრად და მკაფიოდ შეახსენა, რომ ჩინეთის მიერ უიღურების მასობრივ აყრას და გადასახლებას და მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდევას მსოფლიო კარგად ხედავს;

✔ საქართველოს ხელისუფლებას, ამ გზავნილების გარდა, ისიც უთხრეს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 1992-2008 წლების ეთნიკური წმენდის შესახებ სარჩელის პროცედურული ფაზა დაუყოვნებლივ ამოწუროს და შეიტანოს ჰააგის მეორე (ICJ) სასამართლოში, რომლის მიერ ეთნიკური წმენდის აღიარება, ყველაფერ სხვასთან ერთად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ახალი გამოძიების საფუძველი იქნება;

✔ პერსონალურად მიშა სააკაშვილს უთხრა, რომ ვის და რითი ჩამოკიდებენ, ერთად შევხედოთ ახლაო🙂;

✔ და ბოლოს, ყველას, ვინც მოთმინებით ვისხედით მდინარის პირას, არაფერიც არ გვითხრა – მოლოდინით დაღლილებს პირდაპირ პუტინის გვამი ჩამოგვიცურა🙂 მადლობა ამისთვის სასამართლის, მადლობა ამისთვის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს!

თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან“, – ნათქვამია ნიკა გვარამისა გზავნილში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...