spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბონდო მძინარაშვილი: "სინამდვილეში, ე. წ. ევროპული ღირებულებები არ...

ბონდო მძინარაშვილი: “სინამდვილეში, ე. წ. ევროპული ღირებულებები არ არსებობს!”

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის პოზიცია და ერთგვარი გეოღირებულებითი შეფასებები ევროპულ და ზოგადად, არა მარტო ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილის გათვალისწინებით:

სინამდვილეში, ე. წ. ევროპული ღირებულებები არ არსებობს!

არსებობს ინგლისური, ფრანგული, იტალიური, გერმანული, ავსტრიული, ესპანური, პოლონური, ჩეხური, ბულგარული, უნგრული, რუმინული…

ჩვენ გვაქვს ქართული ღირებულებები!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ღირებულებები!

და ევროპის სახელმწიფოებისთვის ამ ღირებულებებით უნდა ვიყოთ მისაღები!
სადმე, რომელიმე გაერთიანებაში მისაღები კი არა, საერთოდ, მისაღები!

საქართველო და იაპონია ალბათ, ვერასდროს ვიქნებით (გაეროს გარდა) სადმე ერთად, – G7 და G20 ჩვენთვის ჯერ ადრეა!

მაგრამ პირადად ჩემთვის იაპონიაა მისაბაძი სახელმწიფო!
ისრაელია მისაბაძი სახელმწიფო!

და როცა გერმანიაზე ან იტალიაზე ვფიქრობ, უპირველესად ჰიტლერი და მუსოლინი არ მახსენდება!
იცით, რატომ?
იმიტომ, რომ გერმანია უფრო მეტია, ვიდრე ჰიტლერი! იტალია უფრო მეტია, ვიდრე მუსოლინი!
საქართველო მეტია!
მეტია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი!

რითიც დავიწყე:
ინგლისში იციან, რომ ინგლისი მეტია!
საფრანგეთში იციან, რომ საფრანგეთი მეტია!
ავსტრიაში იციან, რომ ავსტრია მეტია!
პოლონეთში იციან, რომ პოლონეთი მეტია!
ჩვენ კი ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოა მეტი!
ყველაზე და ყველაფერზე მეტი!
ჩემზე, შენზე და იმაზე მეტი!
ევროპაზე მეტიც!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი და იქვე აქვეყნებს ოთარ ჭილაძის ლექსს.

⬇️⬇️⬇️
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.”
✍️ ოთარ ჭილაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...