spot_img
მთავარისაქართველოს მთავრობამინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი...

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი – „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”.

კერძოდ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემებს.
ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის”, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, 75 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, რომელზეც წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ბანკთან, როგორც თანხის ოდენობაზე ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს იყო – საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „​აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“.

აღნიშნული განკარგულებით, მთავრობამ მოიწონა იმერეთის რეგიონში დაგეგმილი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარმოდგენის შესახებ დასადები ხელშეკრულება. აღნიშნული მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 თვე.

ელექტროსადგურის სიმძლავრე: 50 მგვტ; გამომუშავება – 180,89 მლნ.კვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია: 66 მლნ. აშშ დოლარი იქნება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...