spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია,...

შალვა პაპუაშვილი: დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფოს მიმართ

ჩვენ დღეს ვხურავთ საშემოდგომო სესიას და ამ მხრივ განსაკუთრებით სამწუხარო სანახავია, რომ ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია. ეს აჩვენებს, დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ და უპატივცემულობას სახელმწიფოს მიმართ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარასკევს გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ქმედება აჩვენებს მათ დაბალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დამოკიდებულებას სახელმწიფოს მიმართ.

გაჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი და არცერთი ოპოზიციური ჯგუფი ამ ჰიმნს ამ დარბაზში არ მოისმენს. ჩვენ ხშირად გვსმენია მათგან საუბარი ხელისუფლების და ძალაუფლების გაზიარებაზე. ძალაუფლების გაზიარებას და მიღებას ჭირდება პასუხისმგებლობა.

სამწუხაროდ, სწორედ ეს დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი არ არის წარმოდგენილი, აჩვენებს, დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, სახელმწიფოს სიმბოლოების მიმართ და საერთო ჯამში, უპატივცემულობას სახელმწიფოს მიმართ.

ეს არის ძალიან სამწუხარო სანახავი და აჩვენებს დაბალ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ჯგუფებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის საფუძველზე და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დეკემბრის მესამე პარასკევს, საშემოდგომო სესია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...