spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს...

“შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს ზეწოლა, პირიქით – ამით ხდება მიხეილ სააკაშვილის წახალისება, რომ მან რაც შეიძლება მეტად დაიმძიმოს საკუთარი მდგომარეობა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან პოლიტიკური შეფასება გააკეთა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან პროტესტის ამ ფორმასთან დაკავშირებით:

,,შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს ზეწოლა, პირიქით – ამით ხდება მიხეილ სააკაშვილის წახალისება, რომ მან კიდევ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს ექიმებთან და შეეცადოს, რაც შეიძლება მეტად დაიმძიმოს საკუთარი მდგომარეობა.

მას სწორედ ასეთი ქმედებებით/განცხადებით, ექმნება იმედი და ილუზია, რომ აი, ცოტაც – 1 დღეც, 1 კვირაც და მისი საკითხი გადაწყდება ისე, როგორც მას უნდა.

ეს არის მიხეილ სააკაშვილის და მისი ე.წ. მეგობრების ინტერესი, რომ რაც შეიძლება დაამძიმონ ეს ადამიანი. იქნებ რამენაირად სასამართლოს შეუქმნან წინაპირობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ მოთხოვნის მიზნით, გუშინ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” სამმა წევრმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა, ხოლო დღეს მათ თემურ ჯანაშია შეურთდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...