spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი...

კახა კალაძე: 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე გადაადგილდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო.

ამის შესახებ მან პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.

დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი – ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ.

ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე – საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ; ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების დამატება და საავტობუსო ზოლების მოწყობა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით – ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით სამუშაო დღეებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი ტევადობის გაზრდა 84 060 ადგილიდან 110 00 ადგილამდე – ეს შესაძლებელი იქნება ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებით; გამოწვევაა მეტროსადგურების განახლება, რასაც ასევე, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას: 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, რითაც შეიკვრება 10 სატრანზიტო დერეფანი; დამატებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და შემოყვანა; დამატებით, 40 ახალი ვაგონი მეტროსთვის; მეტროსადგურების რეაბილიტაცია; სატრანსპორტო ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა და ტაქსების რეფორმის III ეტაპი.

რაც შეეხება სატრანზიტო დერეფნებს, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში 10 მსგავსი დერეფანი მოეწყობა, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. – ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. – კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. – სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. – უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – უნივერსიტეტის ქ.) დასრულდება 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისთვის და მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი დედაქალაქში კიდევ უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე გადაადგილდებოდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...