ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"როგორ უნდა შესრულდეს "დე-ოლიგარქიზაციის" რეკომენდაცია? - ძირითადი მიგნებები"...

“როგორ უნდა შესრულდეს “დე-ოლიგარქიზაციის” რეკომენდაცია? – ძირითადი მიგნებები” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენს , რომელშიც მიმოხილულია როგორ უნდა შესრულდეს „დე-ოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია და სწორია თუ არა ის გზა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეარჩია. კრიტიკულადაა გაანალიზებული უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონი – რომლის ანალოგიც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დააინიცირა საქართველოს პარლამენტში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა, რომ უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონი, ისევე როგორც მისი ქართული ანალოგი სამართლებრივად ბუნდოვანია და, შესაძლოა, არაკონსტიტუციური შინაარსიც აქვს. ამასთან, კანონი ხელს უწყობს პოლიტიკური ხელისუფლების ხელში გადამეტებული ძალაუფლების თავმოყრას, მის აღსრულებაზე საზოგადოებრივო ან სასამართლო კონტროლის მექანიზმებს არ ითვალისწინებს და მისი შერჩევითად გამოყენების შესაძლებლობებს ქმნის;

შედეგად, საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება, როგორც კონტექსტუალური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად. ამასთან, ერთი კონკრეტული კანონის მიღება სისტემურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქია, საკუთარი არსით, არაფორმალური ინსტიტუტია, რომლის წარმომადგენელთა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ოლიგარქების გავლენების რეალური შემცირებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ თანადროული, სისტემური და სიღრმისეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ოლიგარქების ჩვეულებრივ ეკონომიკურ მოთამაშეებად ტრანსფორმაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს „დე-ოლიგარქიზაციას“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განაცხადების პასუხად, ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებში ერთ-ერთ პუნქტად „დე-ოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულებაა გათვალისწინებული. სამივე ქვეყანამ ამ მიზანს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით უნდა მიაღწიოს. ევროკომისიის შეფასებით, უკრაინა ამ პროცესში დაწინაურებულია, რადგან 2021 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. „ანტი-ოლიგარქიულ“ კანონს. შესაბამისად, უკრაინისთვის „დე-ოლიგარქიზაციის“ რეკომენდაციის შესრულების გზად სწორედ ამ კანონის დანერგვაა დანახული (რაც ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს). საქართველოსა და მოლდოვასთვის კი ამ რეკომენდაციის შინაარსი ბუნდოვანია, რადგან ევროკომისიის მოსაზრების შეფასებით ნაწილში ამ ქვეყნებში ოლიგარქიის არსებობაზე მითითებას, ფაქტობრივად, ვერ ვხვდებით.

მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ, რომელიც ფაქტობრივად უკრაინის კანონის ანალოგია, 2022 წლის 05 ოქტომბერს დააინიცირა. ინიციატივას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ადგილობრივი მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამოქალაქო სექტორი კი „დე-ოლიგარქიზაციის“ პირობის შესრულების გზად ყველა იმ რეფორმის თანადროულად და კეთილსინდისიერად განხორციელებას მიიჩნევს, რომელიც ევროკომისიის დანარჩენ რეკომენდაციებშია მითითებული.

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...