spot_img
მთავარისხვადასხვალარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ნოემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ნოემბრის პერიოდისთვის

4 ნოემბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 5-7 ნოემბრის პერიოდისთვის.

სიტუაცია შეიცვალა, ლარის გაუფასურება შეჩერდა და გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა კურსის გამყარება რიგ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის, დოლართან. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად:

1 ნოემბერი – 2.7754;
2 ნოემბერი – 2.7676;
3 ნოემბერი – 2.7596;
4 ნოემბერი – 2.7491.

ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0072 ლარით და 1 აშშ დოლარი 5 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7419 ლარი.

ბოლო კვირაში ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა ეროვნული ვალუტა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

1 ნოემბერი – 2.7557;
2 ნოემბერი – 2.7491;
3 ნოემბერი – 2.7309;
4 ნოემბერი – 2.6760.

ბოლო ვაჭრობაზე კი ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, 0.0078 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.6838 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.0761 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1472 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7424 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6163 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.9371 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7223 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.7832 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 7.7046 ლარი
100 იაპონური იენი – 1.8555 ლარი

ლარის კურსმა, რუსულ რუბლთან მიმართებაშიც დაიწყო გამყარება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსული რუბლი ღირდა:

1 ნოემბერი – 4.4853;
2 ნოემბერი – 4.5018;
3 ნოემბერი – 4.4723;
4 ნოემბერი – 4.4077.

4 ნოემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოდ გაუფასურდა 0.0027 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.4104 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...