spot_img
მთავარისხვადასხვა"ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოლიგარქის...

“ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოლიგარქის ერთი რიგითი ხელის ბიჭია” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით ის თავს ესხმის პარტიების ერთიანობას. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ კობახიძე ერთ-ერთი მთავარი საფრთხის შემცველი ფიგურაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე:

გუშინ, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა პარტიების ერთიანობის იდეას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი არჩევანის სისწორეს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი საერთო ოპოზიციური ფრონტით წინააღმდეგობის მოძრაობაშია.

რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს ვერ ავყვებით უღირსობაში, ჩვენ გვახსოვს მისი თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე და ევროპარლამენტარებზე, რაც პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, სწორედ ის იყო და არის ერთ-ერთი მთავრი საფრთხის შემცველი ფიგურა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებს და მომავალს.

დააკვირდეს საკუთარ თავს, არ არსებობს მისი არცერთი განცხადება მანტრა და სადიდებელი არ შეასრულოს ივანიშვილის წინაშე, ეს მიუთითებს მის პატარა კაცობაზე.

სინამდვილეში მასზე კარგად არავინ იცის, რომ რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოლიგარქის ერთი რიგითი ხელის ბიჭია.

შესაბამისად, თუ გვინდა თავი დავაღწიოთ პრორუსი მარიონეტების მმართველობას, ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, იყოს უსაფრთხო და მოქალაქეებმა იცხოვრონ ევროპული, ღირსეული ცხოვრების პირობებით, აუცილებელია ერთიანობა და ოპოზიციური საერთო ფრონტი.

ყველა, ვინც ამ საერთო ბრძოლის იდეას ეწინააღმდეგება, ნებსით თუ უნებლიედ ახანგრძლივებს ოლიგარქიულ მმართველობას.

საქართველოსა და ივანიშვილს შორის, ევროპასა და რუსეთს შორის ხელისუფლებამ არჩევანი უკვე გააკეთა ივანიშვილისა და რუსეთის სასარგებლოდ.

ახლა ჯერი პროქართულ, პროევროპელ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაზეა.

ერთად დავიბრუნოთ საქართველო! ერთიანობით გავიმარჯვებთ!” – გიორგი ვაშაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...