spot_img
მთავარისხვადასხვადღეს რომ ქვეყნას არ აქვს კანდიდატის სტატუსი 100%-ით...

დღეს რომ ქვეყნას არ აქვს კანდიდატის სტატუსი 100%-ით არის “ქართული ოცნების” “დამსახურება” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საუბრობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად ოპოზიციის წინააღმდეგ გავცელებულ პროპაგანდაზე:

,,კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ საქართველოს ასეთი ისტორიული შანსი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი – არ ჰქონია. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ,, სტრატეგია აღმაშენებლისთვის” მთავარ ეროვნულ ამოცანას, მისიას წარმოადგენს საქართველომ პირველ ეტაპზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ევროკავშირი საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს უსაფრთხოებას, მშვიდობას და კეთილდღეობას, ერთად აღებულს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, სპეკულაცია, რომ ოპოზიციას და როცა გულისხმობთ ,,სტრატეგია აღმაშენებელს” თითქოს არ უნდა ევროპაში ინტეგრაცია – ეს არის დეზინფორმაცია, პირდაპირ გეუბნებით!

ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე უნდა ვთქვათ, დღეს რომ ქვეყნას არ აქვს კანდიდატის სტატუსი 100%-ით არის ,,ქართული ოცნების” ,,დამსახურება”. ისტორიის წინაშე იცოდეთ, დღეს რომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი არის თქვენი ,,დამსახურება”.

ახლა სხვა საკითხს შევეხები – ცრუ პროპაგანდა ვრცელდება ,,სტრატეგია აღმაშენებელთან” და ოპოზიციასთან დაკავშირებით. ახლაც კი გიორგი ვაშაძე და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები იმყოფებიან ბრიუსელში ,,ALDE”-ს პოლიტიკური ლიდერების სამიტზე და 4 ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად მცირეხნიანი აუდიენციების დროს მათი მხრიდან დაფიქსირდა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა. ასევე აღსანიშნავია, რომ დუბლინის სამიტზე იმყოფებოდა გიორგი ვაშაძე, როდესაც მიღწეულ იქნა ,,ALDE”-ს მხრიდან სრული მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

ამ ფონზე, როცა ესეთი რეალობა არსებობს თქვენ ქმნით მეორე რეალობას – ეძებთ მტერს, რადგან ვერ ბედავთ პირდაპირ დაუპირისპირდეთ ქართველი ხალხის 90%-ის ნებას, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...