ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კახა კალაძე ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა" -...

“კახა კალაძე ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო კახა კალაძესთან მიმართებაში, თავის შეფასებებს ავრცელებს სოციალური ქსელის მეშვეობით:

მენეჯერი, მით უფრო, პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების გამო საზოგადოებას ბარტყებივით უგდებს საკუთარი გუნდის წევრებს, ლიდერი აღარ არის – “დირექტორია”. “დირექტორებს” კი გუნდი არასდროს უერთგულებს – ერთგული გუნდი ჰყავს მხოლოდ ლიდერს.

ამ დღეებში კალაძემ თავისი ძალიან ცუდი სახე ბევრი მიმართულებით გამოაჩინა, მაგრამ განლიდერება მისთვის დამღუპველი იქნება. აქამდე მის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ლიდერობა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად იყო. საზოგადოებისთვის, ეს აკომპენსირებდა კიდეც (რამდენად სამართლიანად და სწორად, სხვა საკითხია) მის კორუმპირებულობას, კომპეტენციის და ინტელექტის სიმწირეს. არცაა გასაკვირი – „ქართული ოცნების“ მთავარი თვისება ხომ უთვისებობა და ულიდერობაა და, საერთო ფონზე, კალაძე ერთადერთი გამონაკლისი იყო. ახლა კი მას ჩამოეშალა ლიდერის იმიჯი და პოლიტიკური ქარიზმა და დარჩა მხოლოდ ზემოხსენებული კორუმპირებულის, კომპეტენციით და ინტელექტით მწირი პოლიტიკოსის აღქმა.

აქამდე ივანიშვილს სწორედ მისი ლიდერობა და ქარიზმა აკავებდა. ახლა, რაც ეს შემაკავებელი ფაქტორი გაქრა, ივანიშვილი კიდევ უფრო გააღრმავებს კალაძის განლიდერებას, საბოლოო გამოკრისტალებამდე. მთელი ძალებით შეუწყობს ხელს, ბოლოს კალაძეს გაანადგურებს და მიასევს მის მორჩილ უსახოებს (შესაძლოა, “ხალხის ძალამ” “გაისროლოს” პირველმა კალაძის მიმართულებით). კალაძეს კი არავინ გამოექომაგება – პირველ რიგში, მერიაში მისი გუნდი არ აპატიებს ღალატს, ხოლო პარლამენტში მისი მხარდამჭერები (ანუ, პოლიტიკური გუნდი) ვერ გაბედავენ მის დაცვას – მორალური უპირატესობის დაკარგვის და კორუფციული მხილებების შიშის გამო.

კალაძის პოლიტიკურ მომავალს და ასევე მის პოლიტიკურ-სამართლებრივ დევნას აწმყოში მხოლოდ მისი გადადგომა თუ შეაკავებდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ის გაძლიერებულიც კი გამოსულიყო ვითარებიდან, მან კი უმძიმესი შეცდომა დაუშვა. ის ლიდერი აღარაა. ის ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა, ათასიდან ერთ-ერთი თოჯინა, რომელიც არასდროს მოსწონდა ივანიშვილს და არასდროს მიიჩნევდა თავისიანად. რაც მთავარია, სავარაუდოდ, ივანიშვილი მას მაინც აიძულებს, რომ გადადგეს, ოღონდ უკვე ბოლომდე “გაფარჩაკებულს”.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მერიის სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავებით, პროკურატურამ (ივანიშვილმა) დაიტოვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კალაძისკენ აღმავალი ხაზი,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...