spot_img
მთავარიანალიტიკა"რითი აპირებს ამ აბსურდის რეალობად ქცევას მმართველი გუნდი?...

“რითი აპირებს ამ აბსურდის რეალობად ქცევას მმართველი გუნდი? უპირველესად პროპაგანდით” – ვახუშტი მენაბდე “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “ქართული ოცნების” სტრატეგიისა და ტაქტიკის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების თაობაზე თავის მოსაზრებებს აფიქსირებს:

ოდესღაც “ოცნების” სტრატეგია მისსავე კოალიციაში შემავალი პარტიების განადგურება იყო. რასაც წარმატებით გაართვა თავი.

2016 წელს ოცნება ასევე ხელს უწყობდა “ნაციონალური მოძრაობის” მარტივ მამრავლებად დაშლას. რაც ასევე შეძლო, მაგრამ ამან მთლად ის შედეგი არ გამოიღო რასაც ვარაუდობდა და კინაღამ წააგო არჩევნები. რომ არა ბოლო მომენტში პაატა ბურჭულაძის კოალიციაში დრამატულად განვითარებული მოვლენები, არავინ იცის მაშინ ხელისუფლებაში ვინ მოვიდოდა.

მაშინ ბევრი ამბობდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პროექტი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა “ოცნების” ამომრჩევლის ომ ნაწილის გზის არევას, რომელიც მმართველ პარტიაზე გაბრაზებული იყო, მაგრამ ხმას მაშინდელ ოპოზიციას არ მისცემდა. მნიშვნელობა არ აქვს მართლა ასე იყო თუ არა, მნიშვნელოვანია, რომ ახლა “ქართულმა ოცნებამ” დაახლოებით იგივე კარტის გათამაშება სცადა თამაშში “ხალხის ძალის” შემოყვანით (“ევროპელი სოციალისტების” ამოცანა ერთჯერადი და კონკრეტული იყო, ისინი ამ გეგმისთვის არ გამოდგებოდნენ).

მმართველმა გუნდმა ამით შეცვალა საკუთარი სტრატეგია. თუ აქამდე ის სხვა პარტიების დაშლის და განადგურების ხერხს მიმართავდა ახლა პირიქით, საკუთარი თავის “დაშლით” ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. საქმე ის არის, რომ ღარიბაშვილის მოსვლით “ოცნებამ” ფსონი კონსერვატორ ამომრჩეველზე დადო, თუმცა არის ზღვარი რომლის გადალახვასაც ის ფორმალურად ერიდება, ამიტომ თამაშში შემოყავს ახალი პარტია, მასზე უფრო რადიკალური, მაგრამ მისი კოალიციური პარტნიორი (მის გეგმას მიყოლილი).

ამ ნაბიჯით ოცნება გეგმავს კონსერვატორი ამომრჩევლის ყველაზე რადიკალურ ნაწილზე გასვლას და თან უნდა ფორმალური დისტანციაც შეინარჩუნოს, რაც არ უნდა აბსურდული ჩანდეს ეს.

რითი აპირებს ამ აბსურდის რეალობად ქცევას მმართველი გუნდი? უპირველესად პროპაგანდით. ეს მანქანა უფრო და უფრო ძლიერად ამუშავდება, რეალობის უფრო და უფრო დიდ ნაწილს ჩაანაცვლებს სიმულირებული რეალობით. ცოტა ავანტიურას ჰგავს, მაგრამ, გავიხსენოთ, აქამდე ყველაფერი გაუვიდათ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახუშტი მენაბდე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...