spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს მთავრობა ყველა სფეროში ბრმა და ყრუა საკუთარი...

“ეს მთავრობა ყველა სფეროში ბრმა და ყრუა საკუთარი ხალხის პრობლემებთან მიმართებაში” – მაკა შენგელია

ზამთრის მოახლოებასთან ერთად რაიონის მოსახლეობისთვის გამოკვეთილ კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრა სააგენტო “პარალელთან” პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაკა შენგელიამ. მისი თქმით რაიონის ხელმძღვანელობა ხალხის პრობლემების მოგვარებით არაა დაკავებული და ბედის ანაბარაა მიტოვებული ადგილობრივი მოსახლეობა:

ზამთარი ახლოვდება, რაიონში კი გაზიფიკაცია დასრულებული არ არის. სადაც დასრულებულია იქ არ არის ჩართული გაზი, დაახარვეზა კომპანიამ და ვერ აბარებენ პროექტს. შეშა ერთი მანქანა 1700 ლარი ღირს. მოგეხსენებათ რომ ეს ძალიან ძვირია ჩვენი მოსახლეობისთვის. ადგილზე რომ მოიპოვონ, მიწა დარეგისტრირებული უნდა ჰქონდეთ, ჩხოროწყუში კი მიწის რეგისტრაცია სრულფასოვნად მხოლოდ 2023 წლიდან დაიწყება. შესაბამისად დაურეგისტრირებელ მიწაზე  შეშის მოჭრა დაჯარიმებას ექვემდებარება. ამასთან, მამაპაპისეული ტყე ისევ დაურეგისტრირებელი რჩება და სახელმწიფო ამ საკითხს ისევ ყინავს. ხალხი კი ზამთარს მოუმზადებელი ხვდება.

მოსახლეობისთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა იმ ფონზე, როცა სვანეთის გზა ადგილობრივი მეწარმეებისთვის გარემოს დაცვამ ჩაკეტა. ნაგვერდულის ჩამოტანა აიკრძალა და იგი სვანეთში ენგურში იყრება ან იწვება მინდვრად. ეს ერთგვარი იაფი ალტერნატივა იყო აქაური მოსახლეობისთვის როგორც შეშად, ისე მეფუტკრეები იყენებდნენ მას სხვადასხვა საჭირო ინვენტარის დასამზადებლად. გარემოს დაცვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარემო არ დაიცვას და მას ზიანი მიაყენოს, რადგან ხალხს არ აძლევს საშუალებას ხე-ტყის დამუშავებისგან ნარჩენი მასალა გამოიყენონ.

შედეგად კი ჩვენ ვღებულობთ ერთის მხრივ განადგურებულ ტყეს, მეორეს მხრივ დაბინძურებულ მდინარე ენგურს, სვანეთში მიჯრით ცეცხლმოკიდებულ ხე-ტყის ნარჩენებს და გაღარიბებულ, ცივი ზამთრისთვის განწირულ მოსახლეობას.

იმის ნაცვლად, რომ რაიონის მერი ცდილობდეს ზამთარს ხალხი მომზადებული შეხვდეს და ამ კუთხით ღებულობდეს ყველა საჭირო ზომებს, ის დგას და შორიდან უყურებს პროცესს, არც კი ერევა საკითხის მოგვარებაში.

გამოსავალი კი ისაა, რომ ადგილზე მოპოვების შემთხვევაში ადეკვატური გადასახადი დააწესო და ხალხს გამოუწერონ შეშა. ხოლო სვანეთიდან ტრანსპორტირების შეთხვევაში, კანონში განსაზღვრონ ნაგვერდულის პარამეტრები, რათა შეწყდეს მანიპულაცია კანონის მუხლის არასწორი განარტებით. ხალხი მზად არის ნაგვერდულზეც დაწესდეს გადასახადი, ოღონდ მისი გამოყენების უფლება მიეცეთ.

რაც შეეხება გაზიფიკაციის თემას. აქ კომპანიას თვითმმართველობამ უნდა მოსთხოვოს – დათქმულ ვადებში შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.

ამ ბიუროკრატიასა და ქაოსში კარს მოგვადგა ზამთარი ჩვენ კი ყოველ დღე თანმდევ პრობლემებს ვუახლოვდებით. ხვალიდან ცუდი ამინდები იწყება სამეგრელოში და ხალხი ბედისანაბარა რჩება, რეალურად მათ უბიძგებენ კანონი დაარღვიონ და დაჯარიმების საფრთხის ქვეშ მოიმარაგონ შეშა.

ეს მთავრობა ყველა სფეროში ბრმა და ყრუა საკუთარი ხალხის პრობლემებთან მიმართებაში“, – აცხადებს მაკა შენგელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...