სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების კონკრეტულ კომენტარებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება “ტაბულა მედიას” დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:
“მიშიზმი – ვენერიული დაავადება.
“ევროპული საქართველოს” აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო ნაცმოძრაობა დაიბრუნებს ტერიტორიებსო.
ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.
P.S. აი ამ მანქურთებს ეთვალთმაქცება პატარა ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი ლიდერი.
ამ მოპარპაშე საძაგლობას თავს უქონავს, რომ ეგებ ამ მანქურთებმა ხმა მისცენ – როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.