პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებიელისო ბოლქვაძე: "ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ერთმანეთს"

ელისო ბოლქვაძე: “ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ერთმანეთს”

პარლამენტში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტის ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიმართა.

როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, „ფოტოგამოფენა საგანძური“ კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო კოლექციების მედიაციაში ევროპული მუზეუმების გამოცდილებას ეფუძნება.

კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის, ცნობადობის, პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია მისი მაღალმხატვრული ესთეტიკურად და შინაარსობრივად მისადაგებული ალტერნატივა – ფოტო ასლები, რაც მარტივია ტრანსპორტირებისთვის და წარმოადგენს შესანიშნავ თემატურ გარემოს მრავალფეროვანი შემეცნებითი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობების ჩასატარებლად.

გამოფენა „საგანძურის“ საექსპოზიციო მასალები 2008 წელს შეიქმნა სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს მხარდაჭერით. საგანძურმა უკვე იმოგზაურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და შეიქმნა ჩვენი ისტორიის უაღრესად დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოცდილება.

დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. გამოფენილ ფოტოებში არის ბედიის ბარძიმის ფოტოც, რომელიც თარიღდება 999 წლით და ბედიის ტაძრის კუთვნილ საეკლესიო ნივთებს შორის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, რომელიც მოგვითხრობს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე და მისი დედა გურანდუხტი ბარძიმს სწირავდნენ მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს. ბედიის ბარძიმი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ერთმანეთს“, – მიმართა ელისო ბოლქვაძემ დამსწრე საზოგადოებას.

პროექტის ავტორის, მაია ჯამბაზიშვილის განცხადებით, ფოტოგამოფენა “საგანძური” არის ქართული ქრისტიანული ხელოვნების 35 ნიმუშის ნატურალური ზომების დაცვით შესრულებული მაღალმხატვრული ფოტო ვერსია.

დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყელაზე ტრაგიკული ფურცელია. სამკაული ბედიისა, როგორც ბარძიმს მოიხსენიებენ, რამდენიმე გზის თავისთავში ხაზს უსვამს ერთობის ერთიანობის იდეას“, – განაცხადა მაია ჯამბაზიშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან ერთად ფოტოგამოფენის თანაორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოს პროექტი „საგანძური”.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...